Sunday 24 July 2016

9 დღე

დღეს ვისწავლეთ google-ს ფორმებზე მუშაობა, რაც ძალიან გამომადგება და მიხარია :))
ყველამ გავაკეთეთ პრეზენტაციები და შევაჯამეთ ჩვენი ტრენინგი. კარგი იყო! :))

ტესტი

Friday 22 July 2016

7 დღე

დღეს ვიმუშავე შეფასების რუბრიკებზე და ბუკლეტებზე. ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა ბლოგზე.

ჩემი პორტფოლიო. დაუსრულებელი

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის სავარჯიშო პორტფოლიო

Thursday 21 July 2016

მეექვსე დღე

  ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე და შევეცადე რამდენიმე თვალსაზრისით გამეანალიზებინა ისინი.
ტრენერის დახმარებით გავიხსენე, თუ როგორ უნდა პრეზენტაციის ატვირთვა. :)))
გავაკეთე სლაიდ შოუ მოფიქრებულ თემაზე. 

მეხუთე დღე

განვიხილეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. ძალიან საჭირო ინფორმაცია მივიღე, რაც აუცილებლად გამომადგება. :)))
მოვიფიქრე მოსწავლის პრეზენტაციის სცენარი და გავაკეთე რამოდენიმე სლაიდი.
ვისაუბრეთ, თუ როგორი უნდა იყოს პრეზენტაცია და გავიხსენეთ PowerPoint-ში მუშაობა.

მეოთხე დღე

განვიხილეთ საავტორო უფლებები. საავტორო უფლებების დაცვა ჩვენს რეალობაში ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს.საგანმანათლებლო პროექტებში აუცილებლად საავტორო უფლებებით დაცული მასალები უნდა გამოვიყენოთ. მათ გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა წესის დაცვა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს და ამიტომაც ძალიან საინტერესო და საჭირო სამუშაო დრე გვქონდა. მადლობა ჩვენს ტრენერს! :)))

მესამე დღე


დღეს გავიარეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. შევიძინეთ გარკვეული ცოდნა, რაც აუცილებლად გამოგვადგება პრაქტიკაში. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ნამდვილად, კითხვის ეფექტურად დასმა განაპირობებს მოსწავლეების სიღრმისეულ აზროვნებას და სააზროვნო სასწავლო კონტექსტის შექმნას. :))))

მეორე დღე

  დავიწყეთ პირველ მოდულზე მუშაობა.
  განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ ჩვევებზე, პოტფოლიოს ჩეკლისტსა და პროექტის გეგმის შაბლონზე.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ საინტერესო იქნება მუშაობა.

პირველი დღე

 ტრენერის ბლოგიდან ჩამოვტვირთე სახელმძღვანელო და დავაინსტალირეთ. :)))
შევქმენი პორტფოლიო და გეგმის შაბლონი შევინახე შესაბამის საქაღალდეში.
დადებითად განვეწყვე ტრენერისა და ჯგუფის მიმართ. ვფიქრობ სასიამოვნო იქნება ერთად მუშობა და ბევრ სასარგებლო და საჭირო რამეს ვისწავლით. :)))